23:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 17:29:34, 1009 ნახვა

რეგიონი
წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია

კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. უამინდობის გამო ალოობა კახეთსა და ქვემო ქართლში ერთდროულად, ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. წინა წლებთან შედარებით, საშუალო მოსავლიანობის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენას. ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც - ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.

თავთავიანი კულტურების მოსავლის შეუფერხებლად აღების პროცესში სრულად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ქვეყნის მასშტაბით 86 ერთეული კომბაინია მობილიზებული, აქედან  71 ერთეული კახეთის რეგიონში, 15 ერთეული ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობს. გარდა ამისა, მოსავლის აღების სამუშაოებში  კერძო სექტორში არსებული ტექნიკაა ჩართული.
უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,  შპს ,,მექანიზატორის“ ტექნიკური და ადამიანური რესურსი სრულადაა მობილიზებული და მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რამაც მოსავლის აღება და დაბინავება, კლიმატური პირობების ხელშეწყობის შემთხვევაში, აგროვადების მაქსიმალური დაცვით უნდა უზრუნველყოს. შპს „მექანიზატორი“ თხოვნით მიმართავს ფერმერებს, მოსავლის აღების ორგანიზებულად  ჩატარების მიზნით მაქსიმალურად კოორდინერებულად იმოქმედონ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics