01:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 11:36:55, 820 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა

საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა.

შეთანხმება მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს.

2016 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედებული მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული მულხები, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ.

ასევე, სრულად ამოქმედდება მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვამ კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა.

ძალაში ასევე შევიდა შეთანხმების დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების  და ახალგაზრდობის, ასევე აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.

ცნობისთვის, ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი 2014 წლი 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics