|
2016-06-29 14:43:49, 1255 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ლონდონის ცენტრში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. “ჩვენ გვიყვარს და არ ვტოვებთ ევროკავშირს”, - სკანდირებდნენ აქტივისტები. აქციის ინიციატორებმა დაგეგმილი შეკრებვის შესახებ მოსახლეობას სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით შეატყობინეს, მაგრამ მოგვიანებით დემონსტრაცია უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დემონსტრაციაში მონაწილეობის სურვილი 50 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, ტრაფალგარის მოედანი კი მხოლოდ 10 ათასს იტევს, ამიტომ სამართალდამცველებმა და მერია უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამასთან, მიტინგი მაინც შედგა. ცნობისთვის, 2 ივლისს “ბრექსითის” მოწინააღმდეგეები ლონდონში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში ევროსკეპტიკოსების გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)