|
2016-06-28 18:23:15, 1210 ნახვა
სამართალი
რუსთავში ბანკეტის დროს 18 ახალგაზრდის დეზინტერიით დაავადების გამო, საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტის შესწავლა დაასრულა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს რესტორან „ბერმუხაში“, სადაც აღნიშნული სკოლის გამოსაშვები საღამო გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ინსპექტირებისას შპს „ბერმუხა ბი ემ ჯი“-ს რესტორანში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა. მოკვლევისას დადგინდა, რომ რესტორანში საკონდიტრო ნაწარმი (კრემიანი ნამცხვრები) შეტანილი იყო შპს „ასორტი ვერე“-ს საკონდიტრო წარმოებიდან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საკონდიტროში ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, აიღეს საკონდიტრო ნაწარმის ნიმუში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ: დასაშვებ ნორმაზე მეტი ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, საფუარი და ობის სოკოები. გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)