|
2016-06-25 15:10:53, 670 ნახვა
პოლიტიკა
შტაინმაიერი: ევროკავშირმა ბრიტანეთის გადაწყვეტილება ისტერიკისა და შოკის გარეშე უნდა მიიღოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ალიანსის დატოვებით ევროკავშირი პარალიზებული არ უნდა იყოს. როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, ევროკავშირმა ბრიტანეთის გადაწყვეტილება ისტერიკისა და შოკის გარეშე უნდა მიიღოს. განცხადება მინისტრმა ბერლინში, ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. BBC-ს ცნობით, გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მიმდინარე შეხვედრაზე ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ. ასევე შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მსგავსი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება იქნება. როგორც BBC წერს, აღნიშნული საკითხის განსახილველად 29 ივნისს ევროპარლამენტი რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)