|
2016-06-24 15:39:48, 1141 ნახვა
ეკონომიკა
ვანში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება
კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივს ქალაქ ვანში, რუსთაველის ქუჩა N22-ში მდებარე 674 კვ.მ. უწყების ინფორმაციით, უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი 5 000 ლარად საკუთრებაში გადასცა.საწარმოს ყოველდღიურად 4 ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება. ასევე, შეიქმნება 10 სამუშაო ადგილი. სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კოოპერატივი ფლობს 1500 ოჯახ ფუტკარს, რომლისგან მიღებული თაფლის გადამუშავება სამომავლოდ ზემოთაღნიშნულ საწარმოშიიგეგმება.„კოოპერატივი თაფლი საჩინო“ 5 კოოპერატივის გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც მეპაიეთა რაოდენობა ჯამში 51 წევრს შეადგენს და უახლოეს პერიოდში 70-მდე გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)