|
2016-06-24 13:48:53, 608 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე რეფერენდუმის შედეგებით არ დაზარალდება
„იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ევროკავშირი და მისი სიძლიერე ამ რეფერენდუმის შედეგებით არ დაზარალდება", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა. "დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა რეფერენდუმის შედეგების შემდეგ პარლამენტს ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამოსაფხიზლებელიც. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ევროპისთვის გამოსაფხიზლებელი რეფერენდუმის შედეგი იქნება",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)