|
2016-06-23 17:56:21, 743 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, 45 ევროპარლამენტარი მარგველაშვილს მერაბიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს
45 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა. „საქართველო შედის ძალიან მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვირვების საგანი. გუშინ სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელსაც ხელი 45 ევოპელმა პოლიტიკოსმა მოაწორა. მათ საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. მხედველობაში მაქვს ევროსასამართლოს გადაწტყვეტილება ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ და ფაქტობრივად მთელ ევროპულ პოლიტიკურ სპექტრს ფარავენ. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი ყურადღებით მოეკიდებიან ამ გზავნილს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის საბჭო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ადგენს თუ როგორ სრულდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები“ - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)