|
2016-06-20 18:04:22, 1020 ნახვა
ეკონომიკა
ცეზარ ჩოჩელი: ეკონომიკურ ფორუმზე ყველა იმ პრობლემაზე ვისაუბრეთ, რომელიც დღეს ბიზნესის წინაშეა
ბიზნესმენ ცეარ ჩოჩელის განცხადებით, დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე ძირითადი საკითხი ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა იყო. როგორც ჩოჩელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორუმზე, რომელშიც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა, კონკრეტულ პრობლემებზეც ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს: "ძირითადი საკითხი იყო ბიზნესისა და სახელწმიფოს ურთიერთობა. ბიზნესის მომავალი განვითარება, ეკონომიკის განვითარება და ძირითადად ეკონომიკა-ბიზნესის გარშემო ვიტრიალეთ. პრობლემებთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, კერძოდ, სასამართლოებთან, საგადასახადოსთან დაკავშირებით. დაყენდა ჩვენი მხრიდან ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ბიზნესის წინაშეა, ეკონომიკის წინაშეა.მომავალი შეხვედრა ალბათ ერთი თვის განმავლობაში იქნება კიდევ და კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბრებთ, რას გაითვალისწინებს ხელისუფლება და რას- არა",-განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა. კონფერენციის-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“ ორგანიზატორები ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)