09:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 10:44:36, 691 ნახვა

საზოგადოება
ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეიროქირურგი განმარტებას აკეთებს

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ნეიროქირურგის რეზო ანთიძის განმარტებით, ყოფილი ქმრის  მიერ დაჭრილ  და ნაცემ ქალ თავის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.

 როგორც ნეიროქირურგმა აღნიშნა,  ახალგაზრდა ქალბატონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

„სასწრაფო დახმარების ექიმების  გადმოცემით, ავადმყოფი   სასაფლაოზე უგონო მდგომარეობაში ნახეს.  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა როგორც თავის არეში, ასევე კიდურებზე. თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც ქირურგიული წესით დამუშავდა. ასევე  ჭრილობა აღენიშნებოდა მარცხენა სხივ-მაჯის არეში“,-განაცხადა რეზო ბათნიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სასტიკად სცემა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 27 წლის დაზარალებულის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 11 საათისთვის ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics