02:16 - 01 Jul, 2026
|
2016-06-16 11:20:57, 1378 ნახვა
მსოფლიო
ლილიში ფეხბურთის 40-მდე გულშემატკივარი დააკავეს
საფრანგეთის ქალაქ ლილიში ფეხბურთის 40-მდე გულშემატკივარი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გუშინ ღამის განმავლობაში ადგილობრივ სამართალდამცველებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. როგორც BBC წერს, ფრანგმა სამართალდამცველებმა გულშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. წინასწარი ინფორმაციით, არეულობაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათი უმრავლესობა ინგლისელი იყო. ისინი რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ რუსეთი სძულთ. ცნობისთვის, ევრო-2016-ის დაწყებიდან საფრანგეთში გულშემატკივრებს შორის უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)