17:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 11:15:18, 652 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი: ევროპაში საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებაზე არ შეიძლება კრიმინალმა გავლენა იქონიოს

კრიმინალმა არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში გავლენა იქონიოს. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გერმანიასთან ასეთი ურთიერთობა, როგორიც ახლა აქვს, არ ჰქონია და დღემდე არ აქვს არც ერთ ქვეყანასთან.

„მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინალი იყო, არის და იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას ვუპირისპირებთ მას. შსს-ს არსებობის ისტორიაში, პირველად წელს მოგვეცა საშუალება, ფედერალური მიწების დონეზე შევხვედროდი ჩემ კოლეგებს, შსს მინისტრებს და ადგილზე გავცნობოდი იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების თვალსაზრისით.

არც ერთ ქვეყანასთან ისეთი თანამშრომლობა, როგორიც გერმანიასთან გვაქვს, არც გვქონია და არც დღეს გვაქვს. კრიმინალმა არ შეიძლება, იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროპაში. ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულდა 100 %-ით და უარის თქმის არანაირი საბაბი არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics