|
2016-06-15 14:02:25, 872 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: მანუჩარ მაჩაიძეს სიის ხუთეულზე უარი ვუთხარით და პარტია ამიტომ დატოვა
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მანუჩარ მაჩაიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც პარტია დატოვა. ინაშვილის შეფასებით, მაჩაიძის განცხადება უზნეობაა. ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, მანუჩარ მაჩაიძემ პარტია იმიტომ დატოვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ის სიის ხუთეულში ვერ მოხვდა. „ვწუხვარ, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. ბატონი მანუჩარ მაჩაიძის დღევანდელი განცხადება, უბრალოდ, უზნეობაა. მანუჩარ მაჩაიძემ ჩვენი პარტია დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვუთხარით საპარლამენტო სიის ხუთეულზე. მოგეხსენებათ, ბატონი მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ 1 წლის სამუშაო აქვს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში ის ამჯერად არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ანუ უნდა დარჩენილიყო საკრებულოში. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარი "მერაბიშვილის მეგობრებზე", უბრალოდ, სამარცხვინოა და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული. ამ ეტაპზე მკაფიოდ მხოლოდ იმისი თქმა შეიძლება, რომ ნიკა რამიშვილი არანაირ სიაში არ არის. ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და, შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება 8 ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება. სახეს თუ შევინარჩუნებთ, მხოლოდ წაადგება ადამიანურ ურთიერთობებსაც და ქვეყანასაც. სხვა კომენტარს არ თემაზე ამ გავაკეთებ. P.S. ნიკა რამიშვილი არც ვანო მერაბიშვილის მეგობარია და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. არც არასდროს ყოფილა“, - წერს ირმა ინაშვილი facebook-ში. შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ უკვე ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს. თბილისის საკრებულოში მუშაობას კი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს: „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების გადაწყვეტილება ორი დღის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო მივიღე. არჩევნების დროს ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა. უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მქონდა. ჩემთვის მიუღებელია, „პარტიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში იყოს „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის, დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მე ამის წინააღმდეგი წავედი, სწორედ ეს გახდა „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების მიზეზი“, - განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)