22:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 12:48:26, 1015 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

აჭარის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ნახიჩევანში იმყოფება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე ნახიჩევანში შეხვედრებს გამართავს უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან, შრომის და სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრებთან.

შეხვედრებზე აჭარასა და ნახიჩევანს შორის წამყვან სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიულ სფეროებს: ეკონომიკას, ბიზნესს, კულტურას, განათლებას, ჯანდაცვას, სპორტს, ტურიზმს და ეკოლოგიას დაეთმობა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მოინახულებს ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბიზნეს-ცენტრს, შახმატის ცენტრს, მზის ელექტროსადგურს, ხალიჩების მუზეუმს, დრამატულ თეატრს და ქალაქის სხვა იტრორიულ თუ თანამედროვე ღირშესანიშნავ ადგილს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 8 ივნისს ქ. ბათუმსა და ქ. ნახიჩევანს შორის თანამშრომლობისა და დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გააქტიურება წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics