09:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 11:29:18, 1063 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე კასპის გამგეობის სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ შაქარაშვილი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თეიმურაზ შაქარაშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი, სანაცვლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ერთი მათგანისთვის სამხედრო სამედიცინო კომისიას მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ. ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად.

„თეიმურაზ შაქარაშვილმა, მისივე თანდასწრებით, წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა.

ბრალდებული დაკავებული იქნა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics