12:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 13:14:48, 839 ნახვა

პოლიტიკა
ვანო ჩხიკვაძე: ზაფხულში ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შანსები, ფაქტობრივად არ არსებობს

ზაფხულში, ევროპასთან  უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შანსები, ფაქტობივად არ არსებობს, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა წლის ბოლოდან ამოქმედდეს.

"უახლოეს მოამვალში, კონკრეტულად ზაფხულში, ევროპასთან  უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შანსები, ფაქტობივად არ არსებობს. ბევრი რამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, შეგვიძლია  ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს ამოქმედებბა უვიზო მიმოსვლა", - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ განიხილავს. საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება. ბოლო ორ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭეის საკითხებზე მინისტრები ვერ შეთანხმდნენ.

გერმანული მედიის ცნობით, პროცესს გერმანული მხარე ამუხრუჭებს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ გერმანიაში ქართველი კრიმინალებისგან შემდგარი ჯგუფები მომძლავრებულია, საქართველოსთვის ვიზალიერალიზაციის მინიჭების საკითხი კი ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მარტში წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics