|
2016-06-08 09:39:46, 596 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, კრისტიან ფრის ბახს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ,,გარემო ევროპისთვის" მერვე მინისტერიალის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ბათუმში იმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ფარგლებში თანამშრომლობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონის ქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით იჩენს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ UNECE-ის პროცესი - „გარემო ევროპისთვის" და მინისტრთა კონფერენციები ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობის, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე, საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართება. ბათუმის მინისტერიალში 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატი მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)