23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 18:35:27, 1366 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში ტერაქტთან დაკავშირებით 4 ეჭვმიტანილია დაკავებული

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან კავშირში 4 ეჭვმიტანილი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სტამბოლის უსაფრთხოების სამმართველოს ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. ამჟამად დაკავებულები დაკითხვაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაღუპულებს შორის 7 პოლიციელია. აფეთქების შედეგად, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics