23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 10:59:06, 1354 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში მორიგი აფეთქება მოხდა

სტამბოლში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ რაიონში, მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურთან მოხდა.

მედიის ცნობით, თავდასხმის ობიექტი სავარაუდოდ, პოლიციის ავტობუსი იყო.

წინასწარი ინფორმაციით არიან დაშავებულებიც, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობისთვის, თურქეთში ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა მთავრობამ აფეთქებებს ტერაქტის სტატუსი მიანიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics