08:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:22:50, 647 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის მ.წ. 7-10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები და სხვა საკითხები.

თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics