|
2016-05-30 17:46:16, 763 ნახვა
საზოგადოება
USAID/G-PriEd დაწყებითი განათლების პროექტმა და Wissol Group-მა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
“ვისოლ ჯგუფმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში USAID/G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზე განხორციელდება „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენელთა მოხალისეებად ჩართვა პროექტის - ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაში. G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მიზანია, ბიზნესის სამყაროს უკეთ აღქმისათვის სკოლის მოსწავლეებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება შესთავაზოს და განუვითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა. G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ხორციელდება და მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომლის შედეგადაც ისინი უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ბიზნესის სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ ელით სკოლის დასრულების შემდეგ. მოხალისეები „ვისოლ ჯგუფიდან“ გადამწყვეტ როლს ასრულებენ აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახებში სამსახურის გარემოს და უტარებენ ბავშვებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას აღვივებს. მოხალისეები „ვისოლ ჯგუფიდან“ მოსწავლეებს გააცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და დაეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში. საქართველოს საპილოტე 39 სკოლაში, I-IV კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების მიწოდებას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი, ხოლო V-VI კლასებში აღნიშნულ გაკვეთილებს „ვისოლ ჯგუფის“ და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ატარებენ. "ჩვენი ჯგუფი უკვე წლებია მონაწილეობს სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებში, განსაკუთრებით მიხარია, როდესაც პროექტი დაკავშირებულია განახლებასთან. ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ჩვენი თანამშრომლები დადიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში და ბიზნესის უნარჩვევებს ასწავლიდნენ პატარა ბავშვებს. ჩვენ ამ პროცესს გავამყარებთ. ჩვენ რომ ამ ასაკის ბავშვები ვიყავით, ვინმე რომ მოსულიყო კომპანიიდან და ბევრი საინტერესო რჩევა მოეცა, რომელიც ცხოვრებაში გამოგვადგებოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაზე I-VI კლასებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს 586 საჯარო სკოლაში.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)