|
2016-05-29 10:33:52, 672 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი აფხაზეთის ომის გმირების ძმები წიკლაურების სახელობის სარაგბო ფესტივალის მატჩს დაესწრო
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ყაზბეგში „ორი ყაზბეგელი ტყუპი მორაგბის, აფხაზეთის ომის გმირების, ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ფესტივალის“ ფარგლებში გამართულ მატჩს დაესწრო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, რაგბის ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში 12-წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარი 24 გუნდი მონაწილეობს. უწყების ცნობით, ტურნირის მიზანს რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სარაგბო ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და თამაშები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. ტურნირის პირველ თამაშს ვასიკო და ნუკრი წიკლაურის ოჯახის წევრები, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ლევან მაისაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი გმირი - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და მათი დისშვილები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები აფხაზეთიდან 2014 წელს ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)