|
2016-05-28 13:36:22, 658 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, ათენში საზეიმო მიღება გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში ოფიციალური მიღება გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ, ისაუბრა საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. მიღებას დაესწრნენ საბერძნეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წევრი ქართველი და ბერძენი პარლამენტარები, ცნობილი ბერძენი ბიზნესმენები, ათენში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები, ბერძნული მას–მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ათენში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მიღების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდმა, ასევე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „კავკასია" და „პატარა ემიგრანტები". სტუმრებმა დააგემოვნეს სხვადასხვა სახის ქართული ღვინო, ქართული წარმოების ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. მიღებაზე გავრცელდა საინფორმაციო ფურცლები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების ამსახველი ბროშურები და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფართოდ გააშუქა ადგილობრივმა პოპულარულმა არხმა „ალფა TV", რომელმაც 27 მაისს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საქართველოს ელჩის ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)