20:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 17:06:10, 1159 ნახვა

საზოგადოება
ქანდაკება ქართული ჩოხით - ბრიუსელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ორიგინალურად ულოცავს

ბელგიის დედაქალაქში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ორიგინალურად მიულოცეს. ბრიუსელის სიმბოლო - ბიჭუნას მინაიტურული ქანდაკება დღეს ქართულ ჩოხაში იყო შემოსილი.

ფაქტის ამსახველი მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ქეთი ქარდავამ გაავრცელა.

ქართულ ჩოხაში ჩაცმულ ბიჭუნასთან ბელგიის მოქალაქეები და ბრიუსელის ვიზიტორები მიდიოდნენ და ფოტოებს უღებდნენ. ამ ფორმით აღინიშნა ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი.

ცნობისთვის, ბიჭუნა ბრიუსელის სიმბოლოდ არის აღიარებული, მას სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ დღესასწაულებზე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სამოსს აცმევენ და ამ ფორმით ულოცავს ბელგია მეგობარ ქვეყნებს ეროვნულ დღესასწაულს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics