01:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 12:58:44, 549 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  დღეს პოლონეთის სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პოლონეთის სენატის მარშალმა გიორგი მარგველაშვილს პირადად გადასცა პოლონეთის პრეზიდენტის ანდრეი დუდას მილოცვის წერილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა და ყურადღება მისი გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

საქართველოში არსებული სიტუაცია, ხურჩაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო- ის ძირითადი თემებია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა და მარშალმა ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

სტანისლავ კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

საუბარი ნატო-ს ვარშავის სამიტსაც შეეხო, რომელიც წელს ივლისის თვეში პოლონეთის დედაქალაქში ჩატარდება. სენატის მარშალმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყანა, მოუთმენლად ელის საქართველოს დელეგაციის სტუმრობას.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics