|
2016-05-26 09:29:08, 663 ნახვა
საზოგადოება
თბილისს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ბავშვები ესტუმრებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად დედაქალაქს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესტუმრებიან. უწყების ინფორმაციით, ბავშვები ბერშუეთი, დიცი, ტირძნისი, პატარა მეჯვრისხევი და წითელუბნის სოფლებიდან ჩამოვლენ. ისინი, ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან, რის შემდეგაც მინისტრთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნებენ და 26 მაისთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში ჩაერთვებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აწყობს და ამჯერადაც მათთან ერთად 26 მაისის დღესასწაულს აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)