22:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 14:08:30, 1323 ნახვა

მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ

პილოტ ნადეჟდა სავჩენკოს უახლოეს საათებში უკრაინულ მხარეს  გადასცემენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო  „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ინფერფაქსის“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დონის როსტოვში უკვე ჩავიდა.

არსებული ინფორმაციით, სავჩენკოს  რუსეთის ორ სამხედროზე ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევზე გაცვლიან, რომლებიც სასჯელს უკრაინაში იხდიდნენ. როიტერის ცნობით, პოროშენკომ ორივე მსჯავრდებული შეიწყალა.

ცნობისთვის, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა.

 რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics