04:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:25:00, 635 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გვანცა შენგელიამ ევროკავშირის დელეგაციას „საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და მასპინძელი თემების მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში წარუდგინა.
ამასთან, შენგელიამ წარადგინა იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წ.წ სრულად განფასებული  სამოქმედო გეგმა, რომლის იმპლემენტაციაში არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა 2014 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარების პრიორიტეტული მხარეები განიხილეს და შემდგომ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ   მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, გვანცა შენგელია, შოთა რეხვიაშვილი,  საბჭოში შემავალი სამინისტროები წარმოდგენილი იყვნენ მინისტრის მოადგილეების დონეზე,  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის პროექტების მენეჯერი ნატალი ჰულუ,  სახალხო დამცველის აპარატის,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics