04:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:23:51, 615 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს.
მინისტრის თქმით, თბილისის შემთხვევაში საქმე გვაქვს საორგანიზაციო და არა ტექნიკურ პრობლემასთან.

მისივე განმარტებით, სასწრაფოს დაგვიანების ზრდის ტენდენციამ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მოიმატა.  

"გეთანხმებით, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს. ანუ დაგვიანებები არის იმ ფორმატის, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. იმედი მაქვს, რომ ეს არა სისტემური, არამედ ეპიზოდური პრობლემაა, თუმცა მოგახსენებთ რა ხდება. შედარებისათვის, რაიონებში მანქანების 80% ზე მეტი არ მუშაობდა, მანქანების ჩანაცვლებამ კი პრობლემა მნიშვნელოვნად გამოასწორა, მაგრამ თბილისის შემთხვევაში, ვადასტურებ, რომ იყო მენეჯმენტის და არა მანქანების გაუმართაობის პრობლემა. ხვალ უნდა მქონოდა შეხვედრა როგორც 112-ის, ასევე მერიის ხელმძღვანელობასთან, ბოლო ნიუანსები გვაქვს დასაზუსტებელი და ალბათ, იმ კვირის დასაწაყისში შევხვდებით. იმედი მაქვს, ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზის შეთავაზება შეგვეძლება. იქ არის საორგანიზაციო და არა ტექნიკური პრობლემა და მჯერა, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ, რადგან უკვე ვნახეთ გამოკვეთილი, კრიტიკული წერტილი",- განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics