04:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 13:46:46, 671 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო “მიწის მდგრადი მართვის კვირეულში” მონაწილეობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე მესხიძე ჟენევაში, მიწის მდგრადი მართვის კვირეულში მონაწილეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, კვირეული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების ჯგუფის მიერაა ორგანიზებული.

„მიწის მდგრადი მართვის  კვირეული ერთ-ერთი მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებს შორის მიწის ადმინისტრირებასა და მართვასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას,   რეგიონის მდგრადი ურბანული განვითარების მიზნით“, - აცხადებენ საჯარო რეესტრში.

 კვირეულზე, ეკატერინე მესხიძე მონაწილეებს არალეგალური დასახლებების გამოწვევებთან დაკავშირებით ქართულ გამოცდილებასა და პრაქტიკას გააცნობს.

4 დღის განმავლობაში, ღონისძიების მონაწილეები სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო სივრცეებზე, ინკლუზიური, უსაფრთხო, მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების მოწყობა-მართვაზე,  არალეგალურ დასახლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ქალაქებსა და დასახლებებში თანასწორი ურბანული განვითარების სტიმულირების გზებზე იმსჯელებენ.

"მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მიზანი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მიწის ადმინისტრირების ხელშეწყობაა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,  საქართველოს სახელით 13 წელია ამ ორგანიზაციის წევრია და აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ბიუროს წევრებთან მუშაობით სააგენტომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეულის ფარგლებში გაიმართება სესიაც, სადაც ბიუროს წევრებს, მათ შორის საქართველოსაც, 2 წლის ვადით ხელახლა აირჩევენ. საჯარო რეესტრი UNECE WPLA-სთან მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს და სხვადასხვა ქვეყნის  მიწის ადმინისტრირების სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე მესხიძემ.

 კვირეული 27 თებერვალს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics