19:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 21:18:41, 721 ნახვა

პოლიტიკა
დონდუა: მომხდარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს

"ხურჩაში მომხდარი მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა.

დონდუას განცხადებით, "ეს ცხადყოფს, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო და სრული პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას".

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საგარეო უწყება უკვე დაუკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს. 

”ჩვენ პირველი დავუკავშირდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და სწავლობენ სიტუაციას. მე, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, მქონდა სატელეფონო საუბრები სამივე თანათავმჯდომარესთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. ასევე, მქონდა საუბარი ჟენევაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან. ისინი საქმის კურსში ჩავაყენე და მოვთხოვე რეაგირება”, - განაცხადა დავით დონდუამ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics