|
2016-05-19 16:54:50, 879 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კეპულაძე: ლარის კურსის ზედმეტად გამყარებამ, შესაძლოა, სავაჭრო პატნიორებთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე, ლარის კურსის გამყარების ძირითად ფაქტორებად სავალუტო შემოდინებებისა და ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, ტურიზმის ზრდას და არსებულ დადებით მოლოდინებს ასახელებს. როგორც კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის საკმაოდ დადებითია და სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნება, ვიდრე წლის დასაწყისში ითქვა. „ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა არის სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება. ამ ეტაპზე ეს არის ტურიზმის ზრდა, თავისთავად ტურიზმის ზრდის შედეგად შემოდის უფრო მეტი ვალუტა ქვეყანაში, ვიდრე წინა პერიოდში. ასევე გაუმჯობესებულია საქართველოს სავაჭრო ბალანსი და ერთ-ერთი ფაქტორი, ყოველთვის არის დადებითი მოლოდინი, იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო მეტად შეიძლება გამყარდეს. პროგნოზირება ცოტა რთულია, თუმცა ასეთი მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში. შესაბამისად, ბიზნეს აქტორების ქცევაც აქედან გამომდინარეობს, ისინი არ აგროვებენ დიდი რაოდენობით დოლარს და ცდილობენ ლარში მოახდინონ აკუმულირება საკუთარი სახსრების და ზოგადად მიმდინარე ანგარიშების. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის არის საკმაოდ დადებითი. სავარაუდოდ იქნება უფრო მეტი, ვიდრე წლის დასაწყისში ითქვა. ესეც აჩენს დადებით მოლოდინებს და ყველაფერი ეს, გაუმჯობესებული საგადასახდელო ბალანსი, თავისთავად, დადებითად მოქმედებს და ამიტომაც მყარდება ლარის კურსი. სხვა სპეკულაციურ მომენტებს და ადამიანურ ფაქტორებს, ამ შემთხვევაში გამოვრიცხავ“, - განაცხადა კეპულაძემ. რაც შეეხება ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებს, როგორც კეპულაძემ აღნიშნა, სებ-ი ლარის კურსის მკვეთრ გამყარებას უშლის ხელს, რადგან დიდი რყევები, როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების მხრივ, ვალუტისთვის კარგი არ არის. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე კურსის ზედმეტად გამყარება, შესაძლებელია, ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის სწორი არ იყოს. „უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რეზერვები ძირითადად იხარჯებოდა, ვერ ხერხდებოდა რეზერვების შევსება. ბოლო ორი თვეა ეროვნულმა ბანკმა აქტიურად დაიწყო ჩარევა ლარის ინტერვენციების სახით, ის ლარს უშვებს ბაზარზე და ყიდულობს დოლარს. ამით ეროვნული ბანკი მკვეთრ, ერთბაშად გამყარებასაც უშლის ხელს, რადგან ძალიან დიდი რყევები, როგორც გამყარების ისევე გაუფასურების მხრივ, ვალუტისთვის არ არის კარგი. ეს ხელს არ უწყობს არც ექსპორტს, არც იმპორტს და თავისთავად, ასევე ყურადსაღებია ის, რომ ამ ეტაპზე ლარის კურსის ზედმეტად გამყარება, შესაძლებელია, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის არ იყოს სწორი. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვლებს აკეთებს, როგორც ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით, იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1470 ლარი გახდა, დღემდე მოქმედი კურსით, კი, მისი შეძენა 2.1628 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0158 ლარი შეადგინა.
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)