09:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 16:07:34, 1022 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ონლაინ-სესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება

ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ონლაინ-სესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორია და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

„პროექტის მიხედვით, რასაც ვიხილავთ, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ მოსახლეობაში ფინანანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics