13:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 19:04:47, 614 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მთავარი თემა იყო სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ევროკავშირის დამკვირვებლების როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით.

ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნულ პოზიციაზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics