03:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 17:09:39, 691 ნახვა

საზოგადოება
ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული კიდევ ხუთი მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ ხუთი ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ესენი არიან: გიორგი იუზას ძე ჩარგეიშვილი,  მალხაზ ტრისტანის ძე ფირანიშვილი,    ზურაბ სლავას ძე მელიშიანი, რუსუდან ბაძუს ასული ჩხეტიანი და კახა ავახტანგის ძე აბულიძე.   

„ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიების მადაიდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება.   წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც შეისწავლის  1992-193 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე  7 ასეთი შეხვედრა გაიმართა დაგადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.
2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელი ექსპერტ- ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია.  იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 1500-მდე ნათესავის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, აქედან მომზადდა 230-ი გენეტიკურიპროფილი, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ექსპერტიზის ბიურომ განახორციელა. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები გადაგზავნილ იქნა ზაგრების უნივერსიტეტის დნმლაბორატორიაში, სადაც შედარება მოხდა ექსჰუმირებული ნეშთების გენეტიკურ პროფილებთან.  

2014 წლის 4 დეკემბერს  წითელი ჯვრის  საერთაშორისო   კომიტეტმა  დევნილთა და  განსახლების  სამინისტროს 4 ნეშტის  იდენტიფიკაციის  შესახებ ექსპერტიზის  დასკვნა წარუდგინა.  ოთხივე  ნეშტი  ერთი ოჯახის აღმოჩნდა-ბელა ზალდასტანიშვილის   ორი ძმა და ორი შვილი,რომლებიც დიღმის  ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალეს.  

დღეს,  17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში  დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.  24 თებერვალს მათ, თანამებრძოლების  გვერდით, დიღმის  ძმათა სასაფლაოზე   დაკრძალავენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics