|
2016-05-06 15:28:09, 656 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: თბილისის მერის და ჩემი მეგობრის პოზიციით გაოცებული ვარ
გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის პოზიციამ იმასთან დაკავშირებოთ, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცენტრალური ორგანოებიდან თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა არ არის სწორი. “ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის, პოზიციამ იმასთან დაკავშორებით, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ამაზე უბრალოდ გავოცდი ამ განცხადების გამო. მინდა, ვთხოვო და ვურჩიო ბატონ დავითს, რომ გაითვალისწინოს - თუ დეკემბრამდე არ მივა საკრებულოში, შესაძლოა დეკემბრიდან საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია - ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს, თუ პარლამენტს, მაინცამაინც დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი წარსული. ყველა კითხვაზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. უსუფაშვილის თქმით, მიუსვლელობა და კითხვებზე პასუხის გაუცემლობა, ეს ყველაზე უფრო ნოყიერი საფუძველია შემდგომი სპეკულაციებისა და ჭორების. „მინდა, დავინახო განვითარებული თბილისი, ათვისებული ტერიტორიები, გაშენებულო ბაღები, მაგრამ მე მინდა ვხედავდე, რომ ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი მითქმა-მოთქმის საფუძვლების გარეშე. ისიც ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რაღაც წარმოაჩინოს თავისთვის სასარგებლოდ. თუ ვინმე ზედმეტად აბუქებს პრობლემას, ამას სჭირდება ფაქტებით, ქაღალდებით, დოკუმენტებით უარყოფა და არა ის, რომ მე არ მოვალ სადმე და არ დაგელაპარაკებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)