|
2016-05-05 12:22:40, 863 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება
საქართველოს მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ თუ რა საკითხზე გაიმართება ბრიფინგი. სავარაუდოდ ბრიფინგი რომელიმე გახმაურებულ საქმეზე გაიმართება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ რამდენიმე საქმეზე ისაუბრა, მათ შორის მან ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმესთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს. შოთაძემ ასევე ისაუბრა ეროსი კიწმარიშვილისა და ბიძინა კუჭავას საქმეებზეც, მისი თქმით ამ საქმეებზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მან ფარული კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელ კოლეგებს 20-მდე შუამდგომლობა გადაეგზავნა. არ არის გამორიცხული ბრიფინგი ამ საქმეებიდან რომელიმეს შესახებ, - ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე გაიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)