05:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 11:58:31, 578 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს წარმომადგენლები დღეს თბილისს ესტუმრებიან

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაცია საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს განახორციელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში ვიზიტის დროს, თანამომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს, სახალხო დამცველსა და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდებიან.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართულ დელეგაციასთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების ვიზიტი 5 მაისამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics