04:29 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 15:29:33, 559 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია

 

 „ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო სანაპიროები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ილიონისის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ძირითად მიზნად საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა დაასახელა.

"მადლობას მოგახსენებთ საქართველოთი დაინტერესებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიებიდან წასულები განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო სანაპიროები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ილინოისის სტუდენტების დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, საბჭოთა ქვეყნიდან თანამედროვე დასავლურ ქვეყნად ტრანსფორმირების პროცესს, საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics