12:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 16:57:51, 605 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტსაბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს საქმიანობას

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტსაბჭოს წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შესახებ.როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

მთავრობის მეთაურმა  აჭარის წარმომადგენლებს კოალიციის სამოქმედო გეგმა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები გააცნო.

პოლიტსაბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს საქმიანობას. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics