06:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 22:29:24, 881 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილესთან იოჰანეს ზინგჰამერთან და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდთან ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების, ნატოში ინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბუნდესტაგში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პროცესში, რომელშიც დღეს საქართველოა შესული, პოლიტიკური მხარდაჭერა გვქონდეს ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან. შევხვდით სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურ სპიკერს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს. ვფიქრობ, იმ პროცესში, რომელშიც საქართველო იმყოფება, როგორც ორმხრივ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, ისე, საერთაშორისო ფორმატებში, სადაც გერმანიის ხმა გადამწყვეტია, სწორედ იმ ტიპის სამუშაოებია საჭირო, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დავკავდით. ვესაუბრებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს იმ წრეებში, იმ საზოგადოებაში, სადაც პულტზე ხელს აჭერენ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიდიან. დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციის საკითხში, რომელიც ამ წუთას დღის წესრიგში ნომერი პირველი ამოცანაა, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ნაწილში, სულ უფრო მეტი მხარდამჭერები გვეყოლება ამ ქვეყანაში“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. ფორუმის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენსაც შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics