03:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 17:52:43, 1088 ნახვა

საზოგადოება
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, ყვარლისა და გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

ახალგაზრდები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, საავტორო უფლებებს საგამომცემლო საქმიანობაში. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში.

კონფერენცია ორგანიზებულია, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, მონაწილეებს გადაეცათ  კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და პროექტ “50 საჯარო მოხელე”-ს ფარგლებში გამოცემული სტატიათა კრებული. ასევე, ახალგაზრდებმა მიიღეს სასაჩუქრე ნაკრები „დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან“. 

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის ინიცირებით, კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სამთვიანი სტაჟირება საქპატენტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics