|
2016-04-25 18:03:47, 1572 ნახვა
ეკონომიკა
ქსნის მინის ტარის ქარხანამ ევროპულ ბაზარზე ექსპორტი დაიწყო
ქსნის მინის ტარის ქარხანამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიის(IFC-ს) მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის იტალიაში ექსპორტი დაიწყო. 2016 წლის 26 აპრილს, ქარხანას IFC-ს წარმომადგენლები ეწვევიან და განახლებულ საწარმოო აღჭურვილობას მოინახულებენ, რამაც სს "მინის" საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანობის ზრდასდა ევროპის ბაზარზე ექსპორტის დაწყებას შეუწყო ხელი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, გაფართოების მიზნით, სს "მინას" 8.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო და დამატებით 5 მილიონი ევრო "რაბობანკისგან" მოიზიდა. IFC-სა და "რაბობანკის" ფინანსური მხარდაჭერით, ქარხანამ წარმოების ახალი, ულტრათანამედროვე ხაზი დაამატა, მანქანა-დანადგარები განააახლა და ენერგო და რესურსეფექტიანი აღჭურვილობა შეიძინა. "ქართულ ბაზარზე არსებულ მინის პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რის გამოც, ადგილობრივი კომპანიები ადრე თავიანთ წარმოებებში იმპორტირებულ მინის ტარსაც იყენებდნენ. ქარხნის განვითარებამ საშუალება მოგვცა, ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დაგვეკმაყოფილებინა. "მინის" მსგავსი ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობა და განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია",- განაცხადა სს "მინის" გენერალურმა დირექტორმა, უმით აიდოღანმა. "საწარმოს პროგრესი სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის მატებას და ქსნის რეგიონისგანვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მიერ განხორციელებული ინვესტიცია საქართველოში IFC-ს იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კონკურენტული უპირატესობისმქონე სექტორების მხარდაჭერას გულისხმობს ეკონომიკური ზრდის წახალისების მიზნით", - აღნიშნა IFC-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა მენეჯერმა, იან ვან ბილსენმა. IFC სს "მინასთან" უკვე 17 წელია თანამშრომლობს: პირველი ინვესტიცია ექსპორტის გაზრდის, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების და გარემოსდაცვითი საწარმოო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 1999 წელს გამოუყო. IFC-ს საქმიანობის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.ifc.org საქართველოში მინის მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა — სს "მინა" 1997 წლიდან თურქულ სამრეწველო ჰოლდინგ "შიშეჯამის" შემადგენლობაშია. ჰოლდინგი მსოფლიოს მინის მწარმოებელთა პირველ ოთხეულში შედის. დღესდღეობით "მინის" ნაწარმს ქართულ წარმოებაში გამოყენებულ მინის პროდუქციას შორის, ბაზრის წილის 70% უკავია. მისი კლიენტები ისეთი მსხვილი ქართული და უცხოური მწარმოებლები არიან, როგორებიცაა IDS "ბორჯომი საქართველო", სს "წყალი მარგებელი", სს "ლომისი", ყველაზე პოპულარული მინერალური წყლის მწარმოებელი აზერბაიჯანში — Babek Syrab-ი და ა.შ.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)