00:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 12:49:07, 545 ნახვა

პოლიტიკა
ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 12 პირი გაათავისუფლეს

ხურჩაში დაკავებული პირები უკვე გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, 12 პირი ხურჩაში გუშინ საღამოს დააკავეს. დღეს დილით კი ისინი უკვე გათავისუფლეს.

„გიდასტურებთ, რომ ხურჩაში დაკავებულები უკვე გათავისუფლებულები არიან. დაკავების მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ეს ინფორმაცია ჩვენამდე ცხელი ხაზის მეშვეობით მოვიდა, შესაბამისად დაკავებულები დღეს დილას გათავისუფლდნენ“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურში.

ცნობისთვის, 12 პირი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელში გუშინ დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოვლითი გზებით ცდილობდნენ გადასვლას. ისინი გალის ე.წ. იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics