00:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 12:17:27, 424 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ვახშამ-დებატებზე უმასპინძლეს

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში-IFRI  ვახშამ - დებატებზე  უმასპინძლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახშამ-დებატებს საერთაშორისო ურთიერთობათა  ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ტეირი დე მონბლიალი უძღვებოდა.

დებატებში მონაწილეობდნენ  საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოთი დაინტერესდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკური როლზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე,  რუსეთთან ურთიერთობაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ  პერსპექტივებზე, საქართველო და საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

საერთაშორისო ურთიერთობათა  ინსტიტუტის გენერალური დირექტორმა პრეზიდენტს  გულახდილი და ამომწურავი პასუხებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics