05:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 10:47:00, 829 ნახვა

სამხედრო
ბესიკ ლოლაძე DIB-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის“ (DIB) ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთერთანამშრომლობასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2011 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის“ ჯგუფთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება სამინისტროს სისტემაში პერსონალის მართვის რეფორმას, კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გატარებულ რეფორმებს. სტუმრებს წარვუდგინეთ ჩვენ მიერ განცდილი პროგრესი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მათ დადებითად შეაფასეს“, - განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობა“ (Defense Institution Building) წარმოადგენს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ჯგუფი კონსულტაციების, რეგულარული შეხვედრებისა და სხვა სამუშაო ფორმატის ფარგლებში უზიარებს პარტნიორ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას და ეხმარება მათ თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. 

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის“ ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეძლო განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: შერჩევის პროცესი, სამუშაოთა კლასიფიკაცია, კომპეტენციების მართვა, ტალანტ-მენეჯმენტი, სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვისა და შეფასების სისტემა, წოდებრივი ანაზღაურების სისტემა, საპენსიო და საკომპენსაციო სისტემებისა და ვარსკვლავიანი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, ასევე, ეთიკისა და ღირებულებების სტანდარტების განსაზღვრის მიმართულებით მუშაობის დაწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics