|
2016-04-20 19:58:54, 757 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურის განვითარების გეგმის პრეზენტაციას გაეცნო
ვიცე-პრემიერმადიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოისმინა. მასშტაბური პროექტიმსოფლიოში წამყვანმა სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კანადურმა კომპანიამ „ეკოსაინმა“ მოამზადა. პროექტზე მუშაობა განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და ეკოსაინს შორის 2015 წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. დოკუმენტი შემუშავდა კანადელი ექსპერტების მიერ კურორტზე განხორციელებული პროფესიონალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განვითარების გეგმის შესაბამისად, გასამმაგდება სასრიალო ტრასების სიგრძე და 16,000-მდე გაიზრდება საწოლი ადგილების რაოდენობა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყოველივე ეს გუდაურის კურორტის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის, ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სამომავლოდ გუდაურს საერთაშორისო დონის სამთო კურორტად აქცევს. გუდაურის განვითარების გეგმა ფუნდამენტური დოკუმენტია კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. მასტერპლანი გამოავლენს, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, ასევე მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს როგორიცაა საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტების ეფექტური განლაგება, სარეკრეაციო ობიექტების და აქტივობების შექმნა, მოთხილამურეთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვრე გეგმა და სხვა. დოკუმენტი მოიცავს გუდაურის, როგორც ოთხსეზონური კურორტის, განვითარების კონცეფციას. ამ მიზნით, დაპროექტდა კურორტის განვითარების ხედვასთან თავსებადი ზამთრის და ზაფხულის ობიექტები და აქტივობები და განისაზღვრა ოპტიმალური ადგილმდებარეობები. უმნიშვნელოვანესია კურორტის ჩრდილოეთ გაფართოების (კობის) ზონის შესწავლა, დაპროექტება და განვითარების კონცეფციის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ახალი საკურორტო ზონის შექმნას საჭირო ინფრასტრუქტურით. მასტერპლანის შექმნა მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის ეფექტური და ოპტიმალური განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც კურორტის, ასევე რეგიონის განვითარებას და პოპულარიზაციას.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)