|
2016-04-19 16:43:18, 415 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ჩამოდის
თბილისში დღეს მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე ჩამოვა, რომლებიც საქართველოში 2 წლის ვადით დარჩებიან. საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, მოხალისეთა აღნიშნული ჯგუფი რიგით მეთექვსმეტეა, რომლებიც საქართველოში 2001 წლიდან მსახურობენ. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, მშვიდობის კორპუსის დირექტორთან, სტივენ სმიტთან ერთად, მოხალისეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდება და დაესწრება მიღების ცერემონიას. საელჩოს ცნობით, მოღვაწეობის დაწყებამდე, მოხალისეები გაივლიან ინტენსიურ 11-კვირიან წინასამსახურეობრივ ტრეინინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის, კულტურის და პროექტთან დაკავშირებული უნარების სწავლებას. ამ პერიოდის მანძილზე, მოხალისეები ქართველ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ, რაც საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს. ტრეინინგის დასრულებისთანავე, მოხალისეები განაწილდებიან საქართველოს ათი რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში ორი წლის ვადით. განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს სოფლის ტიპისა და მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველ თემებში ანაწილებს. მოხალისეთა ძირითადი საქმიანობა იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება. მოხალისეთა გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებში თემის განვითარების ხელშესაწყობად იმუშავებს. 660-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა საქართველოში 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი ჯგუფი ჩამოვიდა. მათ თავიანთი უნარები ქართველ კოლეგებსა და თემებს, ხოლო ამერიკული კულტურა საქართველოს მოქალაქეებს გაუზიარეს. თავის მხრივ კი, ქართული კულტურის შესახებ ცნობები ამერიკაში ჩაიტანეს შინ დაბრუნების შემდგომ. ეწვიეთ საქართველოში მშვიდობის კორპუსის Facebook-ის გვერდს და გაეცანით ინფორმაციას მოხალისეთა საქართველოში მოღვაწეობის შესახებ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად. მშვიდობის კორპუსი არის ამერიკის მთავრობის სააგენტო, რომელიც საქართველოში მთავრობის მოწვევის საფუძველზე მუშაობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები მშვიდობის კორპუსის მთავარი პარტნიორები არიან.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)