|
2016-04-18 15:58:48, 571 ნახვა
საზოგადოება
მთავრობასა და „გილეადს“ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის ათწლიანი პროგრამის ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის ათწლიანი პროგრამის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ მარტინმა მოაწერეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. ხელმოწერის ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)