|
2016-04-18 15:47:51, 588 ნახვა
საზოგადოება
შალვა თადუმაძემ ტექნიკური უნივერისტეტის ლექტორებს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა
ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორების შიმშილობა გრძელდება. შიმშილობის მე-7 დღეს მოშიმშილე ლექტორებს პრემიერის საპარლამენტო მდივანი შეხვდა. შალვა თადუმაძემ პროფესორებთნ აქციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრა. საპარლამენტო მდივანმა მათ განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფში ჩართვა შესთვაზა - რაზეც უარი მიიღო. "მოთხოვნა, რომელიც ეხება რექტორის გადადგომას, ან იმ სადავო საკითხის გადაწყვეტას, რომელზეც სასამართლო საქმე მიმდინარეობს, ბუნებრივია, პრემიერის კომპეტენცია არ არის და კანონიდან გამომდინარე ყველა მხარე უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენად სწორად მორჩა არჩევა, თუ არჩევა მოხდა არასწორად. რაც შეეხება რეფორმირების ნაწილს, საზოგადოებისთვის ცნობილია პრემიერის განწყობა და მისწრაფება იმისკენ, რომ მოხდეს ერთიანი უმაღლესი განათლების რეფორმირება", - განმაცხადა თადუმაძემ. მოშიმშილე ლექტორები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ აქციას მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის შემთხვევაში შეწყვეტენ. "ჩვენი პრობლემები გაცილებით ღრმაა, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემები. ვამბობ, რომ რეფორმები განათლების სისტემაში სასწრაფოდ არის დასაწყები. ეს რეფორმები ვიღაცამ უნდა დაიწყოს დღესვე. მინიმუმი გარდაქმნების დაწყება შეიძლება დღესვე, ამას არ სჭირდება არც საკანომდებლო ბაზა, არც - არაფერი. ყველაფერი არსებობს. ამის გამკეთებელი არჩილ ფრანგიშვილი არ არის", - აღნიშნა ლექტორმა ნოდარ ურგებაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)